უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 ნოემბერი, 2017 14:20
font-size

ეს მანიკი სააკაშვილის დაუნდობელი ანგარიშსწორებაა და ამასთან საჩვენებელი მკვლელობაც იყო - რუსუდან შარაძე

ეს მანიკი სააკაშვილის დაუნდობელი ანგარიშსწორებაა და ამასთან საჩვენებელი მკვლელობაც იყო, - აცხადებს გაზეთ ,,ვერსიასთან“ საუბარში 10 წლის წინ მოკლული გურამ შარაძის შვილი მამის მკვლელობის ვერსიებზე საუბრისას.

,,გიორგი ბარათელს მოტივი არ ჰქონია, რომ მამაჩემი მოეკლა და მის ბრალეულობას ეჭვქვეშ იმთავითვე ვაყენებდი. ჩემი ეჭვი მკვლელობიდან მალევე დადასტურდა, როცა არაერთ მოწმეს შევხვდი და ვესაუბრე. მათ სულ სხვა მკვლელი ნახეს. აგრეთვე, ყველა, ვინც ბარათელს პირადად იცნობს, ხვდება, რომ ,,ალდაგის“ ვიდეოკამერის ფირზე აღბეჭდილი მკვლელი ის არაა.

გიორგი ბარათელი ჩემმა შუათანა ძმამ, გიორგიმ გამოზარდა ოპერატორად, ისევე, როგორც ტელევიზიის სხვა უამრავი თანამშრომელი თუ ვარსკვლავი. უბრალოდ, ბარათელი ამ საქმის გამო გამოჩნდა... მას კარგად ვიცნობ“, - ამბობს რუსუდან შარაძე.

მისივე თქმით, ის ცდილობს მკვლელობის წუთიდან იმის დამტკიცებას, რომ გურამ შარაძის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით მოხდა.

,,ეს მანიკი სააკაშვილის დაუნდობელი ანგარიშსწორებაა და ამასთან საჩვენებელი მკვლელობაც იყო. ყველას უნდა დაენახა, რომ არავის დაინდობდნენ, ვინც რეჟიმს შეეწინააღმდეგებოდა. ანუ, ხალხს უნდა ეფიქრა, გურამ შარაძეს რა უქნეს და ჩვენ რას გვიზამენო?! იფიქრეს კიდეც...“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

მისი თქმით, ბარათელი იმიტომ დასახელდა, რომ პოლიტიკურ მკვლელობას ბანალური, ოჯახური ტრაგედიის იერი მისცემოდა.

,,მოგეხსენებათ, ქვეყანას კომპრომატებითა და ჭორებით მართავდნენ. მამაჩემს კომპრომატი ვერ უპოვეს და საქმე ჩემი ძმისკენ წაიყვანეს. მის ირგვლივ საუკეთესო კანდიდატურა იპოვეს - გიორგი ბარათელი, თუმცა მისი სიმაღლე და ფიზიკური მონაცემები ისე განსხვავდება მკვლელისგან თუ მკვლელებისგან, როგორც ცა და დედამიწა. მოკლედ, ისე დახატეს, რომ 2007 წლის 20 მაისს ბარათელი თითქოს ქუჩაში მოსეირნობდა, შემთხვევით მამაჩემი დაინახა და გაახსენდა, რომ 7 წლის წინ, გიორგი შარაძემ აწყენინა, მამა იქვე მოკლა და ორი ტყვიაც დაახალა“, - ამბობს რუსუდან შარაშენიძე.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.