მსოფლიო
ეს სიტყვა ძვირად დაუჯდება - კიმ ჩენ ინი ტრამპზე
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპის გამოსვლაზე საპასუხოდ დაემუქრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ის სიტყვა „ძვირად დაუჯდება“.
სამშაბათს ტრამპმა მიმართა ფხენიანს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა დაემუქრება აშშ-სა და მის მოკავშირეებს, ის მას „სრულად გაანადგურებს“. მან ასევე უწოდა კიმ ჩენ ინი „კაცი-რაკეტა“,რომელიც ეს-ესაა თავსაც მოკლავს და თავის რეჟიმსაც.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს ბირთვულ იარაღზე მუშაობას. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ტრამპის სიტყვებმა დაარწმუნა, რომ მისი არჩეული გზა სწორია და ის მას ბოლომდე მიჰყვება.
კიმ ჩენ ინმა ტრამპი „შეშლილი“ უწოდა. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დაამცირა ის და მთელი მისი ქვეყანა და მთელ ისტორიაში ყველაზე ველურად გამოაცხადა ომი.
შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლაზე პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტმა რი იონგ ჰომმა. მან აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვა „ძაღლის ყეფას“ შეადარა და აღნიშნა, რომ ტრამპის ასისტენტები ეცოდება.
ჩრდილოეთ კორეამ გაეროს აკრძალვის მიუხედავად უკვე 6-ჯერ ჩაატარა ბირთვული იარაღის გამოცდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

