არქივი
პოლიტიკა
ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ე.წ. ბონუსების სისტემის გაუქმება და პოლიტიკური პარტიებისთვის ბლოკებად გაერთიანების ერთჯერადი უფლების შენარჩუნება რისკის შემცველია.
„ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ. ამ სისტემის მიზანი პლურალიზმთან ერთად, სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო. თუმცა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციასა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე ერთად ვიზრუნოთ. ასეთ შემთხვევაში, რისკების მასშტაბი შეიძლება შემცირდეს, რაც შეიძლება პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან იყოს დაკავშირებული.
ბლოკების დატოვება გარკვეულ რისკებსა და მანიპულაციას შეიცავს, მაგრამ შევეცდებით, რომ ამ რისკების პრევენცია კანონის დონეზე მოვახდინოთ“, -თქვა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ე.წ. ბინუსების სისტემის გაუქმება ვენეციის კომისიის რჩევით მოხდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

