უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 დეკემბერი, 2018 13:25
font-size

ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის გამო საფრანგეთის ხელისუფლება საწვავზე ფასს აღარ გაზრდის

საფრანგეთის ხელისუფლებამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ამოიღო გადაწყვეტილება საწვავზე ფასების ზრდის შესახებ ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის გამო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა. ერთი დღით ადრე ფილიპმა განაცხადა აღნიშნული გადაწყვეტილების 6-თვიანი მორატორიუმის შესახებ.

„ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის და გამოხატავს ამას, რადგან გადასახადების ზრდა ამოღებულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტიდან“,-განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებამ საწვავზე ფასების ზრდის შესახებ საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები 17 ნოემბრიდან დაიწყო. გამოსვლები გადაიზარდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ მიმართულ ამბოხებად. საზოგადოების ნაწილი მაკრონს საფრანგეთის მდიდარი ფენის სასარგებლოდ მიმართულ პოლიტიკაში ადანაშაულებს.

საპროტესტო გამოსვლების დროს სამი ადამიანი დაიღუპა. წინა შაბათს პარიზში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველებმა პარიზის ცენტრალური ნაწილიც გადაკეტეს.

საპროტესტო მოძრაობას „ყვითელი ჟილეტები“ დაარქვეს, რადგან დემონსტრანტებს ყვითელი ფერის ტანსაცმელი აცვიათ. საფრანგეთის კანონმდებლობით, ყვითელი ჟილეტები ყველა სატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს. მოძრაობა სოციალური ქსელის მეშვეობით ჩამოყალიბდა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo