უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


სამართალი

12 აგვისტო, 2017 12:57
font-size

ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებულების დამცველები პროკურატურას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულების დამცველები პროკურატურას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია და ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პროკურორ ნათია სონღულაშვილის განცხადებებს გამოეხმაურნენ, რომელიც ე.წ პიჯაკების საქმეს ეხება.

როგორც თემურ ჯანაშია და მისი ადვოკატი აცხადებენ, პროკურორი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ თემურ ჯანაშია 2011 წლამდე ვალდებული იყო არ შეესრულებინა პრეზიდენტის განკარგულება.

ჯანაშიას თქმით, დაცვის სამსახური არის გასამხედროებული ორგანიზაცია და პრეზიდენტის განკარგულებების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამახურისთვის.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებითვე, გამოძიება სააკაშვილს ოფიციალურ ვიზიტებშიც დახარჯულ თანხებსაც ედავება, ერთ-ერთი ასეთი კი იტალიაში სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტია.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ასეთი პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, როდესაც პრეზიდენტს წარმომადგენლობით ხარჯებს ედავებიან.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

19 ოქტომბერი, 2017 , 16:35

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში გაუფორმდა. ამი

იბერია ტვ-ს საქმეზე ბრალდების მხარემ ტელეკომპანიის შესახებ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია

19 ოქტომბერი, 2017 , 16:35

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა. დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა ემზარ

იბერია ტვ-ს საქმეზე ბრალდების მხარემ ტელეკომპანიის შესახებ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია

19 ოქტომბერი, 2017 , 14:25

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა. დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა ემზარ

ფოთში მე-4 სართულიდან გადავარდნის შედეგად 8 თვის ბავშვი დაიღუპა

19 ოქტომბერი, 2017 , 11:25

ფოთში, მეოთხე სართულიდან გადავარდნის შედეგად 8 თვის ბავშვი დაიღუპა. ბავშვი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა პატარას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედე

საქართველოს მოქალაქემ ბაქოში იტალიის მოქალაქე გაქურდა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:40

ბაქოში ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი, იტალიის მოქალაქე რენატო ზორზე გაქურდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული Lent.az წერს. მედიის ინფორმაციით, 61 წლის ზორზემ პოლიციაში განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ქალი გაიც

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით შენახვის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.კ. ერთ-ერთი თურქული სამშენებლო კომპანიის კუთვნილი

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე