უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

14 მარტი, 2017 18:40
font-size

ევროკავშირი ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფლებების სიმბოლო აღარ არის - თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფლებების სიმბოლო აღარ არის.

ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში განაცხადა, სადაც თურქეთის მედიცინის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

„ნიდერლანდებს სრებრენიცაში მოწყობილი ჟლეტვიდან ვიცნობთ. მათ საკუთარი არსი გამოავლინეს, როდესაც 8 ათასი ბოსნიელი დახოცეს“,-განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „თუკი თურქეთის ზრდა და განვითარება ვინმესთვის იმედის მომცემია, დარწმუნებულები იყავით, რომ ზოგოერთისთვის, მათ შორის ნიდერლანდებისა და გერმანიისთვის ის კოშმარად იქცა“.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ვინც ძველ თურქეთს არის შეჩვეული, მის დღევანდელ პოზიციას ვერ ეგუება.

„ანკარას ევროპული ქვეყნებისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ მათ ფაშისტებისა და რასისტების ნათქვამზე არ უნდა იარონ, რადგან ეს მათ მნიშვნელოვან ზარალს მოუტანს. სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ამაში შევცდით და ჩვენი შიში გამართლდა. ნიდერლანდების ხელისუფლების ქმედება ჩვენი მინისტრების მიმართ შეიძლება შევაფასოთ როგორც თურქეთისადმი, თურქი ხალხისადმი უპატივცემულობა, ასევე საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიისადმი უპატივცემულობა“,-ხაზი გაუსვა ერდოღანმა.

მონიკა დავლიანიძე

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo