უკან

პოლიტიკა

30 ივნისი, 2017 14:20
font-size

,,ევროპული საქართველო’’ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პლებისციტის დანიშვნის ინიციატივით გამოდის

“ევროპული საქართველო’’ ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაინიშნოს პლებისციტი, სადაც გადაწყდება პრეზიდენტის არჩევითობის და საარჩევნო სისტემის საკითხი.

შესაბამისი განცხადება პარტიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი.

“მათი ერთადერთი არგუმენტი, თითქოს ვენეციის კომისიიდან მხარდაჭერა გააჩნდათ, გაქარწყლდა. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ყველას აქვს მოლოდინი, რომ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ხელისუფლებას ამ ჩიხურ ვითარებაში, რომ მივმართოთ ერთადერთ ნორმალურ, საღ გამოსავალს – პლებისციტს. ვკითხოთ ხალხს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი საარჩევნო სისტემა და როგორ უნდა გადაწყდეს პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, არსებობს მოკლე დროში შეგროვებული 154 000 ხელმოწერა, სადაც ადამიანები ითხოვენ, რომ მათ ჰკითხონ ქვეყნის მოწყობის საკითხი.

“ვერ შედგა კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ხელისუფლების ძალიან ჯიუტი, არაგონივრული პოზიციის გამო. დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე კრიტიკა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორისგან. აქედან გამომდინარე, ვთავაზობთ ხალისუფლებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაინიშნოს პლებისციტი, სადაც გადაწყდება პრეზიდენტის არჩევითობისა და საარჩევნო სისტემის საკითხი”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

26 ნოემბერი, 2024 , 12:11

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პა

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.