არქივი
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ იურიდიული კომიტეტისგან დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს მსჯელობის დაწყებას ხორავას ქუჩის დადგენილების პროექტზე
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო“ იურიდიული კომიტეტისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს მსჯელობის დაწყებას ხორავას ქუჩის დადგენილების პროექტზე.
ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს დააყენებენ და პროცედურების დაჩქარებას მოითხოვენ.
როგორც ფრაქციაში აცხადებენ, უმრავლესობა ამ პროცესს შეგნებულად, პოლიტიკური მოტივებით აჭიანურებს, რადგან არ სურს ყოფილ მაღალჩინოსნებს - შოთაძესა და ფხაკაძეს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
„დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ხორავას საქმეზე ჩადენილ მკვლელობაში მხილებული პირის მიმართ ბრალის წარდგენას და ითვალისწინებს შსს-თვის და პროკურატურისთვის მოთხოვნას - გადადგას შესაბამისი ნაბიჯები,“-ამბობს ოთარ კახიძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ დადგენილების პროექტის განხილვის ვადა შეზღუდული არ არის.
„ცრუობს ბატონი კახიძე. არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება ბიუროზე, რომ დაჩქარებულად ყოფილიყო განხილვა,“-ამბობს ბესელია.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

