პოლიტიკა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს - ეკა მიშველაძე
საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებისადმი უნდობლობა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.
„დღეს, როდესაც ასე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე არასდროს, არც ერთ მთავრობას არ დაუყენებია ეჭვქვეშ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება“, - განაცხადა მიშველაძემ.
მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი ურჩევს მთავრობას, დაიცვას საქართველოს მიერ 1999 წელს ხელმოწერილი ადამიანთა უფლებათა ევროპული კონვენცია და აქედან მომდინარე ვალდებულებები.
„პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებებს, არ გადაუხვევს ევროპული გზიდან და არ იტყვის უარს ევროინტეგრაციაზე“,- თქვა პრესმდივანმა სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არის „შეუქცევადი“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

