უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 ოქტომბერი, 2017 12:45
font-size

ევროსაბჭოსთვის არაფერი არ იცვლება - ევროსაბჭო კატალონიის დამოუკიდებლობას არ აღიარებს

ევროსაბჭო კატალონიის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, ევროსაბჭო მხოლოდ ესპანეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„ევროსაბჭოსთვის არაფერი შეცვლილა. ესპანეთი რჩება ჩვენს ერთადერთ მოსაუბრედ. ვიმედოვნებ, ესპანეთის მთავრობა აირჩევს არგუმენტების ძალას და არა ძალის არგუმენტს“, - დაწერა ტუსკმა.

შეგახსენებთ, გუშინ კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია დააკმაყოფილა. წინადადებას რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს 70-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა თავი შეიკავა, ხოლო რამდენიმე პარლამენტარმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის საპასუხოდ ესპანეთის სენატმა ავტონომიაში ცენტრის პირდაპირი კონტროლი დაამყარა. ხოლო საღამოს მთავრობამ განაცხადა კატალონიის პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის შესახებ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რეხოიმ რეგიონში ახალი არჩევნები 21 დეკემბრისთვის დანიშნა.

ანა მებურიშვილი


ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo