უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილზე სიმართლეს ვერასდროს ვერ გავიგებდით - გრიგოლ ვაშაძე
„იმდენს იზამენ, საქართველოს გაერთიანებულ სამეფოსა და „სკოტლანდ იარდთან“ წააჩხუბებენ“, – ასეთი გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს.
მან კომენტარი გააკეთა ასევე ჩანაწერის იმ ნაწილზეც, სადაც საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე.
„თქვენ არ იცით? სააკაშვილს ჰქონდა აგენტურული ზედმეტი სახელი „რავალიაკი“ და მან 1614 წელს მოკლა საფრანგეთის მეფე ანრი მეოთხე. იქიდან მოყოლებული ფსევდონიმებით სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებდა პოლიტიკური ფიგურების ლიკვიდაციას. ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ სიმართლეს ამ პიროვნებაზე ვერასდროს ვერ გავიგებდით. სერიოზულად რომ გიპასუხოთ, იმდენს იზამენ, საქართველოს გაერთიანებულ სამეფოსა და „სკოტლანდ იარდთან“ წააჩხუბებენ, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება, დამიჯერეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, „მირზა სუბელიანის ჩანაწერები არის აბსოლუტური კოშმარი, რომელიც დაემატა ზაზა ოქუაშვილის ჩანაწერებს“.
„დარწმუნებული იყავით, რომ ეს იზოლირებული შემთხვევები არ არის. უკვე თვე-ნახევარია, რაც დაწყებულია „ომეგასა“ და „იბერიას“ საქმე და ვუყურებთ ამ ხელისუფლების ფასადის რღვევას, რაც აჩვენებს ნამდვილ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვართ კოშმარში, როდესაც სახელმწიფო, კონსტიტუცია, კანონმდებლობა აღარ გვაქვს და ქვეყანას მართავენ პირწავარდნილი ბანდიტები თავისი არაკანონიერი შეიარაღებული ჯგუფების მეშვეობით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.