უკან

პოლიტიკა

29 ნოემბერი, 2017 17:45
font-size

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

29 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ესტუმრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო EIB -ის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

მამუკა ბახტაძემ ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მან სტუმარს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა სივრცითი მოწყობის კომპონენტზე და ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

როგორც აღინიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებთან, მნიშვნელოვანია ბანკის ჩართულობა სატრანსპორტო კომუნიკაციის, ენერგეტიკის სფეროში, საგზაო და წლის ინფრასტრუქტურაში.

აღსანიშნავია ის მხარდაჭერაც, რომელსაც ბანკი უწევს საბანკო სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში.

განსაკუთრებით აღინიშნა EIB-ის ძალისხმევა საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერის მიმართულებით და პროგრამა - InnovFin, რომელიც ინოვაციურ კომპანიებს ხელსაყრელი პირობებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

საჯარო სექტორში ბანკის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით შეადგენს, დაახლოებით 1,33 მილიარდი ევროს. კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს დაახლოებით 211,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე