პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ივანე მაჭავარიანი დაიკავებს
ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ივანე მაჭავარიანი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას.
ბახტაძის ინფორმაციით, მაჭავარიანი წლების განმავლობაში კომპანია „ჯეოსელის“ ფინანსური და კომერციული დირექტორი იყო. მისივე თქმით, მთავრობის რეფორმების დიდი ნაწილი ციფრულ ეკონომიკასთან არის დაკავშირებული და ივანე მაჭავარიანის გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით არის თვალსაჩინო.
„ის წლების განმავლობაში მუშაობდა „თელიასონერას“ ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“. ის ამ კომპანიაში წლების განმავლობაში გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან და იმ რეფორმათა პაკეტის 50%, რომელიც მე წარვადგინე, საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დარეგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით 1%-დან 1.5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

