რეგიონები
ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წყლის დიდი რაოდენობით მიღება მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი ვერ გახდებოდა - ექიმი
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მთავარი ექიმის, ნანა გიორგაძის განცხადებით, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წყლის დიდი რაოდენობით მიღება მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი ვერ გახდებოდა.
მისი თქმით, მოსწავლეებმა ონკანის წყალი მიიღეს, რის შემდეგაც გულისრევა და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.
„მოზარდები რჩებიან სამედიცინო ცენტრში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს კვლევა მოწამვლის მიზეზების დასადგენად“, -განაცხადა ნანა გიორგაძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლიდან დღეს რამდენიმე მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი გაზის გაჟონვა ან სასმელი წყალი ყოფილიყო. თუმცა როგორც სკოლის დირექტორმა, ნანა კენჭოშვილმა განაცხადა, სკოლა გაზის კომპანიამ შეამოწმა და დადასტურდა, რომ გაზის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.
საკვანძო სიტყვები:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
30 დეკემბერი, 2025 , 09:03
ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს
26 დეკემბერი, 2025 , 17:18


