მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის
საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, იგი მეორე საპრეზიდენტო ვადაზე კენჭს აღარ იყრის.
უარის თქმის მიზეზად ოლანდმა დაასახელა შიში, რომ ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს.
„უკვე დღეს ვაცნობიერებ რისკს, რომელიც საკმარისი მხარდაჭერის არარსებობაში მდგომარეობს. ამიტომ გადავწყვიტე, საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი არ ვიქნები“,-განახცხადა ოლანდმა ხალხისადმი ტელემიმართვაში.
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთში ჩატარებულმა უკანასკნელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოლანდის პრეზიდენტობის შემდეგ, სოციალისტური პარტიის ნებისმიერ კანდიდატს გაპრეზიდენტების შანსი თითქმის აღარ აქვს.
BBC აღნიშნავს, რომ ფრანსუა ოლანდი, საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტი იყო.
ექსპერტების აზრით, არჩევნების ფავორიტები გახდება კონსერვატიული რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ფრანსუა ფიონი და ულტრა მემარჯვენე მარინ ლე პენი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

