საზოგადოება
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე - სახალხო დამცველი და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, აღნიშნული დღის დაარსებით, მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფედერაცია მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სფეროს განვითარების მხარდასაჭერად ძალისხმევის მობილიზებას.
სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, 10 ოქტომბრის მთავარი თემაა „ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველასთვის! მეტი ინვესტიცია - მეტი მისაწვდომობა".
განცხადების თანახმად, საქართველოში დღემდე გადაუჭრელ გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტიგმის შემცირება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სათანადო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფა, სტაციონარული მომსახურების მიმღებ პირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა და ფსიქიატრიის დარგის საჭირო ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა. ამ დრომდე არ შემუშავებულა როგორც დეინსტიტუციონალიზაციის, ისე სუიციდის პრევენციის სტრატეგია.
„ყველა ეს პრობლემა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს პანდემიის ფონზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა მიმართოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისების შეთავაზებაზე, განსაკუთრებით, თვითიზოლაციის რეჟიმსა და საკარანტინო სივრცეებში განთავსებულ პირთათვის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ნატალია ვუტოვას თქმით, მნიშვნელოვანია ხმა ავიმაღლოთ ღრმად ფესვგადგმული სტიგმის წინააღმდეგ. „ვუერთდებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და ვაქვეყნებთ ერთობლივ განცხადებას, რათა კვლავ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ხმა ავიმაღლოთ ჩვენში ღრმად ფესვგადგმული სტიგმის წინააღმდეგ. დროა ერთობლივად მოვმართოთ ჩვენი ძალისხმევა“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ.
მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, დაახლოებით, მილიარდ ადამიანს აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეოთხე ოჯახში ერთ წევრს მაინც აღენიშნება ფსიქიკური დაავადება და მიუხედავად პრობლემის სიდიდისა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.
საკვანძო სიტყვები:
2025 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა - საქსტატი
23 იანვარი, 2026 , 11:59
გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
23 იანვარი, 2026 , 11:02
ინდურ სამზარეულო „ააკაშის საკვებს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა
22 იანვარი, 2026 , 16:30
დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება
22 იანვარი, 2026 , 11:59
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31 185 ლარით დაჯარიმდა
22 იანვარი, 2026 , 11:41
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო
21 იანვარი, 2026 , 17:40


