სამართალი
ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად მაიძულეს ხელი მომეწერა “ტელეიმედის” 65%-ის დათმობაზე - გიორგი ჯაოშვილი
“ტელეიმედის”, რიყის პარკისა და 7 ნოემბრის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, დღეს ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდზე არხის წილების ყოფილი მფლობელი გიორგი ჯაოშვილი დაიკითხება.
ის ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე.
როგორც ჯაოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე დეტალურად ისაუბრებს თუ როგორ მოხდა მისი იძულება, რათა დაეთმო ტელეკომპანიის წილები.
“2008 წლის 19 თებერვალს მოტყუებით მიმიყვანეს სანოტარო ბიუროში, სადაც დამხვდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ნოტარიუსის თანდასწრებით, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, მაიძულეს ხელი მომეწერა “ტელეიმედის” 65%-ის დათმობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, ასევე ჯოზეფ ქეი და გიორგი ისაკაძე”, - განაცხადა გიორგი ჯაოშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები - გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან
6 თებერვალი, 2026 , 17:07
სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
6 თებერვალი, 2026 , 12:33
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა - პროკურატურა
4 თებერვალი, 2026 , 16:15
პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა
4 თებერვალი, 2026 , 15:40
მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა
3 თებერვალი, 2026 , 12:41
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია
3 თებერვალი, 2026 , 11:49


