სამართალი
გადაწერილია წინა წლის ბიუჯეტი და ასე ცდილობენ ერთი წელი გადააგორონ - გოგი წულაიამ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა
პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგზე ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა.
მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტი ქუთაისის მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს.
„ეს არის მოსახლეობის გაღარიბების ბიუჯეტის პროექტი. ეს ადამიანები საერთოდ არ ზრუნავენ ქალაქზე და მათ არ ადარდებთ ქუთაისის განვითარება. მე მოვუწოდებ საკრებულოში მყოფ ადამაინებს, მხარი არ დაუჭირონ ამ ბიუჯეტს“, - განაცხადა წულაიამ და დასძინა, რომ 2019 წლის ქალაქის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ხელფასები მხოლოდ საჯარო მოხელეებს გაეზრდებათ.
წულაიამ ასევე აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტი არ ასახავს მოსახლეობის პრობლემებს.
„არცერთი პროექტი არაა მორგებული მოსახლეობის პრობლემებზე. გადაწერილია წინა წლის ბიუჯეტი და ასე ცდილობენ ერთი წელი გადააგორონ. როგორ შეიძლება ვტრაბახობდეთ იმით, რომ იზრდება სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. საკუთარ ქონებას ვერ განკარგავენ და რა თვითმმართველობაა ეს. ბიუჯეტში არაფერი არ წერია ქალაქის განვითარებაზე, ამიტომ პროტესტის ნიშნად დავწვი და ვაჩვენე ადამიანებს, რომ ნუ ელოდებიან ამ ბიუჯეტით განვითარებას, ვინაიდან ამაზე ბიუჯეტში არაფერი არ წერია“, - განაცხადა წულაიამ.
მან მერიას ავტომობილებისა და თვითმმართველობის შენობის გაყიდვისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით 70 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

