უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 მარტი, 2025 09:00
font-size

გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი ბირთვული შემაკავებლით ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დასაცავად - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დებატების გახსნის წინადადებით გამოვიდა იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.

„ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ჩვენ გვიცავს. ის სრულიად სუვერენულია, თავიდან ბოლომდე ფრანგულია. გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ისტორიულ მოწოდებაზე საპასუხოდ გადავწყვიტე, გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი ბირთვული შემაკავებლით ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დასაცავად. რაც უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს შეიარაღებას და 2030 წლისთვის ის გეგმავს საკუთარი არმიის კიდევ უფრო გაზრდას 300 000 დამატებითი ჯარისკაცით, 3 000 ტანკით, 300 საბრძოლო თვითმფრინავით.

„ამ სახიფათო სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნებოდა. რუსეთი გახდა, როგორც მე ვამბობ, საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის. არ შეიძლება, მშვიდობა მიღწეული იყოს ნებისმიერ ფასად და რუსული დიქტატის ქვეშ. არ შეიძლება, მშვიდობა იყოს უკრაინის კაპიტულაცია, არ შეიძლება, იყოს მისი ჩამოშლა. არ შეგვიძლია, დავივიწყოთ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა 2014 წელს დაიწყო და მაშინ ცეცხლის შეწყვეტაზე მინსკში მოვილაპარაკეთ. ამავდროულად, რუსეთმა არ დაიცვა შეთანხმება და ჩვენ ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება მყარი გარანტიების ნაკლებობის გამო. დღეს აღარ შეგვიძლია, რუსეთს სიტყვაზე ვენდოთ. უკრაინას აქვს საკუთარი თავისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება, და ეს ჩვენს ინტერესებშია, ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებშია. ამ მხრივ, ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობრებთან”,- განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აპირებს, მომავალ კვირაში პარიზში ევროპელი სამხედრო მეთაურების შეხვედრა გამართოს, რომლებიც მზად არიან, უზრუნველყონ მომავალი მშვიდობის გარანტია უკრაინისთვის.

„მომავალ კვირაში ჩვენ შევკრებთ პარიზში სამხედრო მეთაურებს, რომლებსაც სურთ, აიღონ პასუხისმგებლობა ამ საკითხზე. ეს არის გეგმა მყარი, გრძელვადიანი მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ უკრაინელებთან და რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ერთად. ამის შესახებ ვსაუბრობდი შეერთებულ შტატებში ორი კვირის წინ და ასევე მთელ ევროპაში“, – განაცხადა მაკრონმა.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ