პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილსა და ყალბი პირადობის მოწმობების საქმის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილსა და ყალბი პირადობის მოწმობების საქმის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პირადობის მოწმობების შესახებ კეთილმოწყობის სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლის, ნუგზარ ცინცაძის, მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს, პირადობის მოწმობები ნეკროლოგებისთვის სჭირდებოდათ, სიცრუე და ხელისუფლების დაკვეთილი პიარია.
ოპოზიციის წევრმა დღეს ვიდეომასალაც წარადგინა, სადაც ნუგზარ ცინცაძე ,,კურიერის“ გურიის ბიუროს ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს და იგივე პირი ბრალდებულია ლანჩხუთში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმაშიც.
,,მოვუწოდებ, საქართველოს პროკურატურას, მოვუწოდებ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ეს არ არის საქმე, რომელიც საქმიდანაც ასე იოლად გამოძრებით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.