უკან

პოლიტიკა

18 დეკემბერი, 2025 13:15
font-size

გამოძიება ჩატარდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა და ევროპარლამენტში კიდევ ქიმიურ იარაღზე საუბრობენ, რაზეც უკვე თუთიყუშიც კი იცინის -შალვა პაპუაშვილი

გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები. გამოდიან და კიდევ საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის ქიმიურ იარაღზე, რომელიც ყველას სასაცილოდ აქვს, ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც. თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამაზე, ამ ცრუ ნარატივზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გახსოვთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას და სოლიდარობას უცხადებდა. შეადარეთ, გააკეთეთ პარალელი. 4 ოქტომბერს, საღამოს გამზადებულმა სპიკერებმა დაიწყეს მოძალადეების მიმართ მხარდამჭერი ტექსტების გამოქვეყნება სოციალურ მედიაში. უბრალოდ დაიწყეს მაშინ, როდესაც დამხობა უკვე ჩაფუშული იყო, ყველანაირად ჩავარდა. როგორც ჩანს, ტექსტები მომზადებული იყო. მაშინ როდესაც მურთაზ ზოდელავა ეულად იდგა რუსთაველს გამზირზე, პარლამენტის წინ, ზოგიერთი ევროპარლამენტარი სოციალურ მედიაში აქვეყნებდა ტექსტებს, რომ მხარს უჭერდა ქართველ ხალხს, იმ მოძალადეებს, რომლებიც იქ უკვე აღარ იყვნენ. ვინაიდან სცენარი არსებობდა, ტექსტები დარიგებული ჰქონდათ და უნდა გამოექვეყნებინათ. მიჰყვნენ ამ განრიგს, ვის ცხრა საათზე უნდა დაედო, ვის ათ საათზე, ვის – თერთმეტის ნახევარზე. ეს ყველაფერი გამოაქვეყნეს, თუმცა უკვე აცდენილი იყო თბილისში არსებულ რეალობას – დამხობის მცდელობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან, ჩავარდა. იგივე მოხდა გუშინ. სწორედ ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ „ბიბისის“ ცრუ რეპორტაჟი იყო ნაწილი იმ ჰიბრიდული თავდასხმისა, რომელსაც შემდეგ უნდა მოჰყოლოდა ამგვარი რეაქციები. ერთი რამ ვერ გათვალეს, მათ იფიქრეს, რომ „ბიბისის“ რეპორტაჟზე იქნებოდა უბრალოდ სიტყვიერი საუბარი, სინამდვილეში, გამოძიება არ ჩატარდებოდა. გუშინ რა ტექსტებიც მოვისმინეთ, არის გამზადებული, რომ არ არის ჩატარებული გამოძიება, არაფერი ხდება საქართველოში, ეჭვები არსებობს „კამიტზე“, მოვუწოდებთ გამოძიებასო და ასე შემდეგ. წინასწარი დაწერილი ეს ტექსტები კვლავ აცდა რეალობას, ვინაიდან ჩატარდა გამოძიება, ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა. ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მათ შორის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ აქვს კითხვა, აგერ არის ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები და მზად ვართ, ნებისმიერ ინფორმაციაში ჩავახედოთ, ვაჩვენოთ, განვუმარტოთ. ამიტომ მათი გუშინდელი განცხადებები აცდენილი, არაადეკვატური იყო.

ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო „ბიბისი“, რომელმაც დაინგრია საკუთარი რეპუტაცია და სხვა ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმის, პროპაგანდის იარაღად იქცა. ვნახეთ ჰიბრიდული თავდასხმა აშშ-ში „ბიბისის“ გამოყენებით, პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის გზით და ვნახეთ საქართველოზე თავდასხმა „ბიბისის“ გამოყენებით. ამიტომ, ეს ჰიბრიდული თავდასხმა ჩაიშალა. გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები. გამოდიან და კიდევ საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის ქიმიურ იარაღზე, რომელიც ყველას სასაცილოდ აქვს, ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც. თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამაზე, ამ ცრუ ნარატივზე. 4 ოქტომბერი იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან, გუშინ კი ტრიბუნასთან იდგენენ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. მათ შორის რასა იუკნევიჩიანე და სხვები, რომლებიც კიდევ ბედავენ საქართველოზე საუბარს. ადამიანები, რომელთა მხარდაჭერითაც საქართველოში კინაღამ მოხდა არეულობა, დაპირისპირება. ვისი ტყვია გაისროდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, შემდეგ ქალბატონ რასას ნაკლებად ადარდებს, რადგან მას თავისი პოლიტიკური გეგმები აქვს, რომელსაც ასრულებინებენ მისი არაფორმალური მმართველები. კიდევ ერთხელ ჩავარდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის, ევროპარლამენტარების მხრიდან, თვეების განმავლობაში ამზადებდნენ იმ ექსტერმისტებს, რომლებიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს. ამზადებდნენ, რათა წასულიყვნენ ძალადობაზე, რადიკალურ ნაბიჯებზე. დამხობის მცდელობის პერიოდში გარედან აგულიანებდნენ. შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტი მხარს უჭერდა ძალადობას, როდესაც იმ მომენტში ვხედავდით თბილისში, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ევროპარლამენტსა და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

18 დეკემბერი, 2025 , 15:27

მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და ს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი

18 დეკემბერი, 2025 , 15:15

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებთ მიჰყავს, ეს არ არის ევროკაშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენი ძლიერი მესიჯი ქართველი ხალხი

ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი

18 დეკემბერი, 2025 , 14:21

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის

რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიისა და დემოკრატიული წესების ევროპულ გაგებასთან თანხვედრაში არ არის - გიტანას ნაუსედა

18 დეკემბერი, 2025 , 13:32

სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირს კი არ უახლოვდება, არამედ შორდება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „სამწუხაროდ, ის, რაც

აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

17 დეკემბერი, 2025 , 16:09

აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. 74 - მომხრე, 10 - წინააღმდეგი, კენჭისყრის ამ შედეგით შს სამინისტროს ინიციატივა

საუკეთსო დროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადოს: პარტია აჩერებს საქმიანობას - გოჩა მირცხულავა

17 დეკემბერი, 2025 , 15:53

ახლა საუკეთსო დროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ - ლიდერმა (ჩვენთან ხომ პარტია ლიდერია და დანარჩენები უბრალოდ პარაზიტირებენ - უმეტესობა), განაცხადოს: პარტია აჩერებს საქმიანობას! - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხ