არქივი
პოლიტიკა
გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები, რათა გვეპოვა თუნდაც ერთი მკვლელი - ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი გაეცნო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის საგამოძიებო მასალებს და გადავიდა სასამართლოს მასალების შესწავლაზე, რომელთა შეფასებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
ლომჯარიამ ასევე განაცხადა, რომ მზადაა, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთოს და დაეხმაროს აღნიშნული ფაქტის შესწავლაში.
მისივე თქმით, მკვლელების გამოსავლენად დამატებითი გამოძიებაა ჩასატარებელი.
„დღეს მდგომარეობით, ჩვენ ვსწავლობთ სასამართლოს მასალებს და, ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება შეფასება. უშუალოდ სასამართლო პროცესზე დამატებითი გარემოებები გამოვლინდა. მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლა, ალბათ, ბოლო ეტაპი იქნება. მზად ვართ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც მივიღოთ მონაწილეობა და ყველანაირად დავეხმაროთ ამ კომისიას, რომ სწორი მიმართულებით წარიმართოს გამოძიება.
ვთანამშრომლობთ ასევე შსს-სთან და ვაწვდით ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას იმ საეჭვო გარემოებების შესახებ, რასაც ვხედავთ გამოძიების პროცესში. სასამართლოს განაჩენმა დაადასტურა, რომ კითხვები არსებობს, ასევე აჩვენა, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რათა გვეპოვა თუნდაც ერთი მკვლელი, შესაბამისად, დამატებითი გამოძიებაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ დავადგინოთ, ვინ არიან ან ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი. სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენით ეს დადგენილი არ არის“, - განაცხადა ლომჯარიამ.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

