უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 სექტემბერი, 2018 15:00
font-size

გამოძიებას მ.კ-სთვის ბრალი ცრუ ჩვენების გამოც უნდა წარედგინა - საგამოძიებო კომისია

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ჩამოთვლილია დანაშაულის ნიშნები, რომლებიც გამოიკვეთა მიხეილ კალანდიას ქმედებებში აღნიშნულ დანაშაულში.

დასკვნაში ასევე წერია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებისთვის 1-ელ დეკემბერს ცნობილი იყო, რომ მ.კ. იყო მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილი, მ.კ. იყო ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომელმაც დეიდაშვილის დასახმარებლად 51-ე სკოლასთან მიიყვანა მეგობრები, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მ.კ. 1-ელ დეკემბერს მიიმალა და აშკარად მოიტყუა 2 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში, საგამოძიებო უწყებამ მის მიმართ არ ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებოს მოქმედებები“.

დასკვნაში ასევე ჩამოთვლილია ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც მ.კ-ის მიმართ არ ჩატარებულა.

„არ ამოიღო მისი ტანსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი მაისური იყო სისხლიანი. აღსანიშნავია, რომ თავად მ.კ.-მ და მისმა ძმამ ლუკა კალანდიამ კომისიასთან გასაუბრებისას განაცხადეს, რომ ეს ტანსაცმელი დღესაც მათთან ინახება სახლში. არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი და არ შეამოწმა მისი მიმოწერა სოციალური ქსელებით ა.ს.-სთან და გ.ჯ-სთან. ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივის, განზრახვისა და ორგანიზების დეტალებს; არ ჩაატარა არცერთი ფარული საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის ტელეფონის მიყურადება, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, არ ჩაწერა ფარულად მ.კ.-ის გამოკითხვა, განსხვავებით გ.მ.-სგან, ა.დ-სა და გ.ბ-სგან, მიუხედავად იმისა, რომ მ.კ. პირველ დღეს მიიმალა, ხოლო პირველივე გამოკითხვის დროს პოლიციას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, მ.კ. განსხვავებით სხვა ფიგურანტებისგან, ჩხუბის დროს სულ ფარდულში იმყოფება და უშუალოდ შეესწრო დავით სარალიძის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტს; მიკერძოებულად და დაგვიანებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი მ.კ.-ის მონაწილეობით, არ დაკითხა გამოძიებისთვის ცნობილი ყველა მოწმე, რომლებიც ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მ.კ.-ის შესახებ. პროკურატურამ დაიყოლია ერთ-ერთი მოწმე (როგორც დ.ღ-მ განუცხადა კომისიას), რომ სასამართლოსთვის არ მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში“, - ნათქვამია დასკვნაში.

როგორც საგამოძიებო კომისია მიუთითებს, პროკურატურა მთელი საქმის განმავლობაში იცავდა ვერსიას, რომ მ.კ-მ დაინახა როგორ ურტყამდა გ.ბ. დანას დავით სარალიძეს, შემდეგ თავად მივიდა დაჭრილ მოზარდთან, მუშტებს ურტყამდა მას და ცდილობდა მსხვერპლის დამორჩილებას, ხოლო პარალელურად ან ამის შემდეგ ხედავდა თუ როგორ ურტყამდა დავით სარალიძეს დანას მსჯავრდებული გ.ჯ..

დასკვნის ავტორებმა აბსურდად შეაფასეს პროკურორ ზვიად ფკახაძის განცხადება, რომ აღნიშნული ქმედება იყო გაშველების მცდელობა.

„მტკიცებულებათა ერთობლიობით, 6 მოწმის პირდაპირი ჩვენებით, გ.ბ-სთან ფარულად ჩაწერილი გასაუბრებით, თავად მ.კ.-სა და აგრეთვე მისი ძმის ჩვენებით, რომელსაც პროკურატურა დასკვნით სიტყვაში ეყრდნობა, აშკარად იკვეთება მ.კ.ს ქმედებებში დანაშაულის ნიშნები, კერძოდ ნათელია, რომ პირი, რომელიც ხედავს, რომ ადამიანს დანებით აყენებენ მრავლობით დაზიანებას მუცელსა და გულ-მკერდში და ის ამ დროს ხელით იჭერს და მუშტებს ურტყამს (პროკურატურის ვერსიით) სახესა და ლავიწის არეში მსხვერპლს, მისი აქტიური ქმედებით ხდება განზრახ ჯგუფური მკვლელობის მონაწილე. კომისიის წინაშე საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის მიცემული ახსნა-განმარტება, რომ მ.კ.-ს ამოძრავებდა გ.ჯ-ს დახმარების განზრახვა, პირდაპირ ეწინააღმდეგება პროკურატურის დასკვნით სიტყვაში სასამართლოს წინაშე გამოხატულ პოზიციას, რომლის მიხედვით გ.ჯ. არ იმყოფება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, არამედ განზრახ მოკვლის მიზნით დანით აყენებს ჭრილობებს დავით სარალიძეს, რასაც ხედავს და თავად ადასტურებს ჩვენებით მ.კ, რომელიც ამ დროს იჭერს და ურტყამს მსხვერპლს, შესაბამისად აქტიურად ეხმარება მკვლელობის განზრახვის მქონე პირს“, - ნათქვამია დასკვანში და აღნიშულია, რომ მ.კ.-ს დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის მუხლით ბრალი უნდა წარდგენოდა.

კომისია ასევე მიიჩნევს, რომ გამოძიებას მ.კ-სთვის ბრალი ცრუ ჩვენების გამოც უნდა წარედგინა.

„მ.კ.-მ 2 და 3 დეკემბერს გამოკითხვისას პოლიციას მიაწოდა აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო ცრუ ინფორმაცია. მან ასევე, 2017 წლის 11 აპრილს სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება, რომელშიც ძირეულად შეცვალა მანამდე გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები. 2017 წლის 13 აპრილს მან კიდევ ერთხელ შეცვალა ჩვენება და ამჯერად დაადასტურა გამოძიების ფარგლებში მიცემული ჩვენებები. ეს ფაქტები არ გამხდარა საფუძველი შსს-თვის, რომ გამოძიება დაეწყო, ხოლო პროკურატურისთვის, რომ მ.კ-სთვის წარედგინა ბრალი ცრუ ჩვენების მიცემის გამო“, - ნათქვამია დასკვნაში.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.