უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 აგვისტო, 2025 17:00
font-size

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერდა - სურსათის ეროვნულმა სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა.

სეს-მა მიზეზად გამოვლენილი შეუსაბამობები დაასახელა.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტომ ინდივიდუალური მეწარმის, ლ.ჩ.-ს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა:

ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები. დადგენილი წესების შესაბამისად არ ხორციელდებოდა ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება. არ არის დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთმანეთისგან იზოლირება, ცხოველების მკურნალობის შესახებ ჩანაწერები არ არის სრულყოფილად წარმოებული.

ვერ იქნა წარმოდგენილი ვოლიერებში არსებული ცხოველების მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ხდებოდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მათ შორის, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად არ ტარდებოდა ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია.

თავშესაფრის კლინიკას, სადაც ხორციელდებოდა ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაცია და სხვა ვეტერინარული მანიპულაციები, დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობა შეუჩერდა. პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ცხოველის საკვების ნიმუშები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით არსებული რეგისტრირებული ცხოველთა თავშესაფრების ვეტერინარულ კონტროლს. მიმდინარე წელს გეგმურად და არაგეგმურად შემოწმებულია ყველა თავშესაფარი, მათ შორის, უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართული თავშესაფრები“, – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

28 იანვარი, 2026 , 11:47

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირი ეკონ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს

27 იანვარი, 2026 , 15:35

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, 55 წლამდე და-ძმის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოცემის ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

21 იანვარი, 2026 , 11:38

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპა

დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

19 იანვარი, 2026 , 11:55

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყ

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13 იანვარი, 2026 , 11:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გა

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი