სამართალი
განზრახ მკვლელობაში, ძალადობასა და სხვა დანასაულებებში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობაში, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 108-ე მუხლით.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში გ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც ა.მ.-მ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
იმავე დღეს გ.მ. ასევე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ს.-ს ფიზიკურად გაუსწორდა, იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ძლიერად სცემდა დაზარალებულს, რამაც გულმკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.
,,სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდნენ, ძალადობის გზით წინააღმდეგობა გაუწია და მათ ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა გ.მ. 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 1290 ერთეული სხვადასხვა კალიბრის ვაზნა და ფეთქებადი ნივთიერება - საარტილერიო დენთი“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


