უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა

გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით - მამუკა მდინარაძე
,,ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ მედიას ის დარღვევები გააცნო, რომლებიც მისი თქმით, ხორციელდება ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან.
,,დღეს დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს.
ასევე, მაგალითად, ქალაქ თელავში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა.
მოვუწოდებთ, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე, ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გატერება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25