უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
გავიხსენებ საკითხს, შევისწავლი და კონკრეტულ პასუხს გაგცემთ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ უფროსს
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ უფროსს დიმიტრი მოსულიშვილს ზეპირად არ ახსოვს საკითხი, რომელიც სულხან ცინცაძის ქუჩაზე 10-სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვის გაცემას უკავშირდება.
„გავიხსენებ ამ საკითხს, გავეცნობი და გეტყვით მერე პასუხს. ყველა საკითხი, რა თქმა უნდა, ზეპირად არ მახსოვს. ვიმუშავებ ამ საკითხზე და მოგახსენებთ. გავეცნობი საკითხს, შევისწავლი, ვიცი, რომ კონკრეტული პასუხი გაინტერესებთ, ამიტომ ამის მიხედვით გაგცემთ პასუხს“,-აღნიშნა მოსულიშვილმა.
დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა, მერიის შიდა აუდიტის მიერ 18 ნოემბერს გამოტანილი დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვით, სულხან ცინცაძის ქუჩაზე 10-სართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა, რამაც დედაქალაქის ბიუჯეტს 402 -ათასიანი ზარალი მიაყენა.
მონიკა დავლიანიძე