უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 აგვისტო, 2018 11:40
font-size

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის სახლიდან ჩხრეკის შედეგად სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომლებიც გიორგი ჭანტურიას მამის კუთვნილი სახლის ჩხრეკას რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესწრებოდნენ. ადვოკატების მტკიცებით, იარაღი ჩადებულია და ჭანტურიას არ ჰქონია.

ადვოკატების თქმით, გიორგი ჭანტურია ქუჩაში, სახლთან ახლოს დააკავეს, რის შემდეგაც სახლის ჩხრეკა დაიწყეს.

„იარაღი ჩადებულია. ბოლო სამი დღე სახლი დაკეტილი იყო, არავინ არ იმყოფებოდა. არის შესასვლელი ეზოდან, საიდანაც ამ იარაღის შეტანა შესაძლებელია“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია გვიან ღამით დააკავეს. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გაათავისუფლეს.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.