უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში, სავარაუდოდ, 23-24 აგვისტოს ჩამოვა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს, სავარაუდოდ, 23-24 აგვისტოს ეწვევა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, გერმანიის საელჩო თარიღს დააზუსტებს.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსთან ერთად, ის ეწვევა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და მე ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოში ჩამოსვლამდე ანგელა მერკელი 18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავის რეზიდენციაში, მეზებერგში შეხვდება.
გერმანიის კანცლერი ბოლოს საქართველოში 10 წლის წინ, 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა.