უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
გიორგი აბდალაძე გრიგოლ ვაშაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
ფოტოგრაფმა ვაშაძეს მიმართა, რომ დაუსახელოს, რა სტენოგრამა იქნა მოპარული საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რა შინაარსი იყო მასში და თუ ამ მასალის გატანა მოხდა, რატომ არ გადადგა თანამდებობიდან ვაშაძე.
აბდალაძემ პროკურატურას სთხოვა, გასაჯაროვდეს გრიფი და გაირკვეს, რა მასალებზეა საუბარი.
მისი განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე რუსეთთან დაახლოებული პირია.
პრესკონფერენციაზე მან ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საპრეზიდენტო კანდიდატის ძველი ინტერვიუ წარადგინა, სადაც ვაშაძე რუსეთთან დამოკიდებულებაზე საუბრობს.
აბდალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ მისცენ ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს.
„გრიგოლ ვაშაძე თურმე არ მიცნობს, მე ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაახლოებით ერთი წელი, ჩვენ ვეძებდით შემცვლელს. მე პირადად ბრალს ვდებ გრიგოლ ვაშაძეს, არ ეყო კაცობა, ვანო მერაბიშვილისთვის ეთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან არაფერი არ დაკარგულა. მე მედებოდა ბრალი, თითქოს შეხვედრის სტენოგრამა, მიხეილ სააკაშვილისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა, რომელიც შედგა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეს გრიფით საიდუმლო იდო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ოთახში, რომელიც თითქოს მე ავიღე. სხვათა შორის, იმ ოთახში 15 თანამშრომელია ერთდროულად.
დღეს, როდესაც საუბარია, რომ ამ ადამიანს პრეტენზია აქვს საქართველოს პრეზიდენტობაზე, ყველამ უნდა იცოდეს, ეს ადამიანი უნამუსოა. ჩვენთან მიმართებაში ბოდიში აქვს მოსახდელი. ყველამ უნდა ვუთხრათ უარი ამ ადამიანს, მოღალატეს. მე და ჩემმა კოლეგებმა რაც გადავიღეთ, ის აღარასდროს არ უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა აბდალაძემ.
გუშინ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინაა გიორგი აბდალაძე.
მან ასევე დეზინფორმაცია უწოდა 2011 წლის განცხადებას, რომ ფოტოგრაფების საქმეში არსებობდა მყარი მტკიცებულებები მათ დანაშაულზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ამას დეზინფორმაციას უწოდებს.
„არასოდეს ეს არ მითქვამს. ნუ ამახინჯებთ ჩემს ციტატებს. არასოდეს არ მითქვამს, არასოდეს ასეთი რამ არ მითქვამს. მე ვიძახდი, რომ სამართალდამცავები და პროკურატურა ამბობს, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები და ისინი გაერკვევიან ამ საქმეში“, – განაცხადა ვაშაძემ.
გუშინ ფოტორეპორტიორებმა ირაკლი და ნათია გედენიძეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ 2011 წლის 18 ივლისის ინფორმაცია: „გრიგოლ ვაშაძის თქმით, ფოტორეპორტიორების საქმეში არსებობს უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინება სასამართლოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები.
„მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ბოდიშს სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.
სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციურიდაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.