უკან
უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
21 აგვისტო, 2017 14:55
გიორგი ალიბეგაშვილს არ აქვს ინფორმაცია, კვლავ იქნება თუ არა წარდგენილი დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ
თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, დააყენებს თუ არა „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას, კვლავ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
„ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და რასაც გუნდი გადაწყვეტს, იმას გავყვები. საკითხზე მოლაპარაკება და შეხვედრა ჯერ არ მქონია. საარჩევნო სიებზე მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ყველაფერი გაირკვევა. ვიცი, რომ სიებზე ინტენსიური კონსულტაციებია. ბუნებრივია, ამ პროცესში მეც ჩავერთვები“,- განაცხადა ალიბეგაშვილმა საზოაგდოებრივ მაუწყებელთან საუბარში.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს.