სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილის მშობლებმა საქართველო 2025 წლის 26 თებერვალს დატოვეს და ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან.
დაცვის მხარე მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. მათივე განმარტებით, საქმეში ბაჩიაშვილის მშობლების ბრალეულიბა არ არსებობს და ისინი მინდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არც ერთხელ არ გამოკითხულან.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


