სამართალი
გიორგი ჭანტურიისთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზე საუბრობს შსს - ადვოკატი
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ანა კეკენაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარში წარედგინება.
ადვოკატის თქმით, ის ესაუბრა ჭანტურიას, რომლისთვისაც უცნობია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობს შსს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალები დაცვის მხარეს ამ დრომდე არ მიუღია.
„როგორც გამომძიებელმა განმიმარტა, სავარაუდოდ, ხვალ მოხდება ბრალის წარდგენა, დღის პირველ ნახევარში. მე ვესაუბრე გიორგი ჭანტურიას, თუმცა როგორც ჩვენთვის, ასევე გიორგისთვისაც აბსოლუტურად უცნობია, რის საფუძველზე აკეთებს შსს აღნიშნულ განცხადებას. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგიც არ იცნობს საქმის მასალებს, გაოცებულია იმაზე, რაც გასულ ღამეს მოხდა მის საცხოვრებელ სახლში, როგორც მოხდა იარაღის ჩადება და შემდეგ იმავე იარაღის ამოღება. გიორგი ჭანტურიას პოზიციაა ის, რომ მისთვის უცნობია, რას ემსახურება ეს ყველაფერი და რა მტკიცებულებებზე საუბრობს შსს“, - განაცხადა კეკენაძემ.
შსს-ის ინფორმაციით, უწყებამ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნა.
მათი ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


