არქივი
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ბოკერიების ზეგავლენის ქვეშ იყო - ირმა ინაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი ბოკერიების ზეგავლენის ქვეშ იყო, - განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია არის დასაჭერი.
„ბოკერიების ზეგავლენის ქვეშ იყო გიორგი კვირიკაშვილი. პირდაპირ ვამბობ ამას, თუმცა არ მიყვარს თანამდებობიდან წასულ ადამიანებზე საუბარი. ვერც ერთ ნაბიჯს ვერ დგამდნენ ვერც საგარეო პოლიტიკის და ვერც საშინაო პოლიტიკის ნაწილში, რას იტყვის ბოკერიაო.
ბოკერია კი არა, ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ. ეს ერის მოღალატე ბოკერია კიდევ უნდა დავიჭიროთ და მივაბრძანოთ ციხეში. თვითონ ააშენეს ეს ციხე. წაბრძანდნენ და მოიხადონ სასჯელი მთელი რიგი დანაშაულებების გამო“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

