პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ფონდ NIPPON-ის თავჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი იაპონური ფონდის, NIPPON-ის თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
ფონდის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს არა მხოლოდ ფონდის ერთი კონკრეტული პროგრამით, არამედ ჩაერთოს მნიშვნელოვან პროექტებში სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს საზღვაო სფეროში და ქვეყანას ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი განვითარების პერსპექტივას აძლევს.
საუბარი ასევე შეეხო ფონდის მიერ დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამებს, რომლითაც საქართველოს 10-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა დაა სწავლა განაგრძო საზღვაო სფეროს წამყვან დაწესებულებებში, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში, მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში და ა.შ. გამოითქვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი.
NIPPON-ის ფონდის თავჯდომარემ, იოჰეი სასაკავამ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო შავი და კასპიის ზღვის რეგიონის 4 სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტთა კონფერენციაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
იაპონური ფონდი საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს და 20-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

