პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ინტერესი.
პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო სთავაზობს საუდის არაბეთს, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას. მთავრობის მეთაურმა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ.
აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა გამოთქვა დაინტერესება, არაბული ბიზნესი საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამისთვის საქართველოში ყველა შესაძლებლობაა შექმნილი.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობიან განვითარებაზე.
მხარეებმა ყურადღება არაბეთის ყურეში მიმდინარე პროცესებსაც დაუთმეს. აბდულა მუჰამედ ალ შეიხმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება დასტაბილურდეს და საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

