არქივი
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირში არაა - ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამორიცხა კავშირი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და პრემიერი-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლას შორის.
„ეკონომიკურ ზრდასა და შედეგებს რაც შეეხება, ჩვენ მართლაც კარგი შედეგები გვაქვს. სავალუტო ფონდმა საკმაოდ კარგი დასკვნა გააკეთა. საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ მხრივ, მაისის თვე მართლაც რეკორდულია ჩვენი მთავრობის პირობებში და გამორჩეული რეგიონში. თუმცა ეს პირდაპირ კავშირში არ არის იმასთან, რაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებული იყო თვითონ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები გუნდში კონსულტაციების შედეგად ხდება ხოლმე. ამიტომ ამის მეტს ამაზე ვერ დავამატებ“,- უპასუხა დავითაშვილმა შეკითხვას, რატომ შეეწირა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას პრემიერი კვირიკაშვილი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაშინ, როცა მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

