არქივი
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილისა და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ მიმართული სარჩელი სასამართლომ არ მიიღო - დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის, ეკა ლომიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ორგანიზაციის სარჩელი, რომელიც მიმართული იყო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
ლომიძის თქმით, პოლიტიკოსებს ბრალად ედება დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და მისი ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელება.
დეკანოზის უფლებადამცველის განცხადებით, მამალაძის ადვოკატებმა მსგავსი ბრალდებებით შეიტანეს სარჩელი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს სარჩელი მიიღო წარმოებაში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს შეტანილი სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში, რომელიც ეხება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფას, შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურებას.
მსგავსი სარჩელი მიმართული იყო დეკანოზის ადვოკატების მიერ და ამაში ჩვენც ვართ ჩართული საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ, რომლისგანაც ადვოკატები მოითხოვენ როგორც პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფას, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას.
ორიცე სარჩელი შესულია თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანუ ერთგვარი მოტხოვნებია დაყენებული. ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ მიმართული სარჩელის შემთხვევაში, სასამარტლომ მიიღო ეს სარჩელი წარმოებაში შესაბამისი შესწორებების შემდეგ და იყო გადახდილი შესაბამისი ბაჟი, რაც არის კანონმდებლობით განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნისთვის. რაც შეეხება მეორე სარჩელს, აღნიშნული სარჩელის მიღებაზე სასამართლომ, სამწუხაროდ, გვეუბნება უარს. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, თუმცა მიჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირველ შემთხვევაში მსგავსი სარჩელი უკვე მიიღო სასამართლომ წარმოებაში, ხოლო მეორე შემთხვევასი მძიმე მოთხოვნებისთვის, რაც წაეყენა ხელისუფლებას, ასევე იყო გადახდილი ბაჟი, მაგრამ სასამართლომ, მასში შეტანილი შესწორებების გარეშე, არ მიიღო, და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ხელმეორედ გადახდა“, - განაცხადა ლომიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ლომიძის თქმით, მას აუხსენს სასამრთლოში, რომ ბაჟის ხელმეორედ გადახდა განპირობებულია ორი მოთხოვნით (ღირსების შელახვა და მორალური ზიანის ანაზღაურება), რაც სარჩელშია წამოყენებული. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოითხოვეს ხელმეორე ბაჟის გადახდა ქარჩავას სარჩელზე, რომელიც ანალოგიურ მოთხოვნებს შეიცავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის თქმით, საქალაქო სასამართლოს უარი მათ გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც უფლებადამცველები ვეწინააღმდეგებით, რომ სასამართლომ დაამკვიდროს არაერთგვაროვანი პრაქტიკა, როდესაც ერთგვაროვანი მოთხოვნებია დაყენებული, და მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი განიხილოს ზემდგომმა სასამართლომ და ჩვენ მივმართეთ კიდეც კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს, და მოვითხოვეთ, რომ ეს საკითხი იყოს განხილული, ობიექტურად შეფასებული, და არ გვინდა, რომ საჩივრის არმიღება ხელოვნურად ხდებოდეს“, - განაცხადა ლომიძემ.
ლომიძემ აღნიშნა, რომ 6 მოპასუხეთა შორის ფიგურირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დანარჩენი მაღალი თანამდებობის პირთა ვინაობას კი მამალაძის უფლებადამცველები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაასაჯაროებენ.
ანა მებურიშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

