უკან

პოლიტიკა

23 მარტი, 2018 16:35
font-size

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნეს, რომ ქართველ და ბელარუს ხალხებს შორის კავშირები განსაკუთრებულ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს ეფუძნება. ითქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობის გამყარებასა და სამომავლო ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ალექსანდრე ლუკაშენკომ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოს არა მხოლოდ ძალიან კარგი, არამედ საკუთარი ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა ჰყავს და სწორედ ამიტომ, ურთიერთობის ის სფეროები და სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტებით განმტკიცდა, მეტად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

სამუშაო სადილს ალექსანდრე ლუკაშენკოს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც ბელარუსის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები არიან, საქართველოს მთავრობის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე