პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობა გახსნა
ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და, რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ვეტერანებს, რომელთა განვლილი ცხოვრებაც ყველასთვის საამაყოა და მათ ახალ, ლამაზ შენობაში გადასვლა მიულოცა.
„დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში ბევრ ახალ სასიკეთო იდეას ჩაეყრება საფუძველი. ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ მივუზღავთ ამ ადამიანებს იმას, რაც მათ გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფო იზრუნებს, რომ ამ მიმართულებით გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა. ჩემთვის ცნობილია, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ნათელი მომავლისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა აქ მყოფ ვეტერანს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა; ასევე, მათაც, ვინც აქ არ არის და, რა თქმა უნდა, ვუსურვო მათ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. მე მინდა, ისინი იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. მინდა, ყველა თქვენგანს მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ასევე თქვენს ოჯახებს ძალიან ბევრი სიხარული 2018-ში და მრავალჟამიერ“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვეტერანებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალ შენობაში ასევე მოეწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, რომელიც პრემიერმა სამსახურის უფროს ვლადიმერ იმნაძესა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად დაათვალიერა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

