სამართალი
გლდანში ყოფილმა ქმარმა 4 შვილის დედა მოკლა
გლდანში 40 წლის მირანდა ვაჩეიშვილი ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და მიიმალა. 4 შვილის დედა ელექტროსადენითაა გაგუდული. შემთხვევა თბილისში ორი დღის წინ მოხდა, თუმცა მოკლული ქალის ცხედარს ერთდღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
ოჯახის წევრების თქმით, მირანდა ვაჩეიშვილს ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, გამუდმებით ემუქრებოდა. ოჯახის ინფორმაციით, ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა, მის საჩივარს საბურთალოს და გლდანის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა.
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯანაშვილი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მკვლელობის ბრალდებით მომხდარიდან მალევე დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

