უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
4 მარტი, 2017 16:20
გლდანში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, 1 პირი დააკავეს. აქციაში პარტიზანი მებაღეებიც მონაწილეობენ.
ადგილობრივებმა ტექნიკას მშენებლობაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
კორპუსი სკვერის გვერდით შენდება.
ადგილობრივების განცხადებით, დაუშვებელია მშენებლობას კიდევ ერთი სკვერი შეეწიროს. მათი ინფორმაციით, მიწა გიგი უგულავას მერობის პერიოდში გასხვისდა. მაშინ გაიცა მშენებლობის ნებართვაც, თუმცა თავდაპირველი პროექტის მიხედვით, აქ ორსართულიანი შენობის აშენება იგეგმებოდა. იანვარში კი მშენებლობაზე ახალი ბანერი გამოჩნდა, რომლის მიხედვით ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი შენდება.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ნინო ექვთიმიშვილი