უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
გლდანში „პარტიზანი მებაღეების“ აქტივისტი სცემეს
გლდანის მეოთხე მიკრორაიონში „პარტიიზანი მებაღეების“ აქტივისტი სცემეს. როგორც აქტივისტთა ჯგუფში ამბობენ, ისინი აპროტესტებენ რეკრეაციულ ზონასთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას.
„პარტიზანი მებაღეების“ წევრის, შალვა ბაღდავაძის თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მას მაშინ მიაყენეს, როცა ის ცდილობდა, ტექნიკას გადაღობოდა.
„9 საათიდან მორიგეობა დავაწესეთ. ინვესტორის მხრიდან იყო მუქარა, რომ ტექნიკას თუ გადაეღიობებით, წელში დაგამტვრევთო. ამისთვის არ მიგვიქცევია ყურადღება, მაგრამ როცა დავინახეთ, ამწე კრანი შედიოდა, მე და ჩემი მეგობარი, კერძო საკუთრებაში არა, ტროტუარზე დავდექით, ასე ვთქვათ, გზა გადავუღობეთ, არ ვატარებდით. მოვიდნენ შემდეგ და ფიზიკურად მოინდომეს ჩვენი გაწევა, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ორნი ვიყავით ჩვენ, ისინი ჩვენზე მეტნი იყვნენ“, - განაცხადა ბაღდავაძემ.
შპს „კალის“ წარმომადგენლის, ლევან ლაგურაშვილის თქმით, როგორც მოსახლეობა, ასევე აქტივისტები მშენებლობაში ხელს უშლიან.
ანა მებურიშვილი