არქივი
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვს
საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით, ხელებს იბანს 2008 წლის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
ის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.
გრიგოლ ვაშაძე იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვს.
„თუ ამ საქმის მსვლელობისას ე.წ. ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და შედეგად უმძიმესი საფრთხის წინაშე დავდგებით. ე.წ. ოცნებამ და მინისტრმა წულუკიანმა წარმოუდგენელი შეძლეს, წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს ოკუპანტ სახელმწიფოს აგრესიის მსხვერპლის - საქართველოს წინააღმდეგ,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

