უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძეს დაახლოებით 70 000 ხმა დააკლეს - ნიკა გვარამია
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მტკიცებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაახლოებით 70 000 ხმა „დააკლეს“ და სინამდვილეში მას ამომრჩეველთა 44%-მა მისცა ხმა. ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„პირველად არჩევნების ისტორიაში 96.000 ბათილი ბიულეტენია. 2-კანდიდატიან არჩევნებზე:)) რამდენიმე უბნის მაგალითზე, აქედან 30% ორივე გადახაზული, 70% - ჯერ შემოხაზული სალომე (მერე ფოტო გადაღებული) და მერე გადახაზული და შემოხაზული გრიგოლი. ეკა გიგაურმა ასწავლა ჩვენს ეთერში, ვისაც გაიძულებენ ფოტოს გატანას, ასე ქენიო. მერე ცესკომ განმარტა, რომ ასეთი ბიულეტენი არაა ბათილი.
ხოდა, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლეს: გრიგოლს ხმები დააკლეს (დახლ. 70 ათასი) და გადამალეს ფოტოს გატანის შემთხვევის შემზარავად დიდი რიცხვი (წარმოიდგინეთ ახლა, ისე რამდენი იქნებოდა).
ასე რომ, 860.000 ხმა (44%) აქვს სინამდვილეში ვაშაძეს და ესეც ედისონ რისერჩის ეგზიტპოლი 1%-იანი ცდომილებით“, - დაწერა გვარამიამ.
საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, რაც რაოდენობრივად 780 633 ხმაა. მისმა კონკურენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხმათა 59.52% (1 147 627) მიიღო.