უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - სერგო რატიანი
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ მხარდაჭერა გამოუცხადა ერთიან ოპოზიციას, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსები გაიზარდა.
„გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს იმ ფონზე, როდესაც დავით ბაქრაძემ და შესაბამისად "ევროპულმა საქართველომ" გამოუცხადა მას მხარდაჭერა. ეს არის მინიმუმ 10%–იანი უპირატესობა. ბუნებრივია, არსებობს იმედი, რომ ამას სხვა ამომრჩეველიც დაემატება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმა პირდაპირ არ დაუჭირეს მხარი. ეს არის ისეთი უპირატესობა, რომელიც ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი დამარცხდება, ამას უნდა შეეგუონ და მშვიდად შეხვდნენ," - განაცხადა სერგო რატიანმა.