უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად ფილარმონიაში ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.
შეხვედრაზე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერად ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ.
"ვფიქრობდი, ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა ქართული სულის, ქართული გულის და მეტყოდა რამე დამამშვიდებელ სიტყვას. მე ტერორისტი შვილი არ გამიზრდია, მე დიდი სიყვარულით და დიდი წვალებით გავზარდე თემირლანი, მაგრამ ვითომ უსაფრთხოების სამსახურმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და ამომწყვიტა დედაბუდიანად. მე ეს ხელისუფლება არ მინდა და არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა ასეთი სისხლიანი ხელისუფლება. ძალა ერთობაშია! "- თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლის დროს.