უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ოქტომბერი, 2018 14:30
font-size

გრიპის სეზონური ვაქცინაციისთვის ოპტიმალური ვადა არის სწორედ მიმდინარე კვირა - დავით სერგეენკო

სეზონური გრიპის ვაქცინაციასა და გრიპის ეპიდზედამხედველობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ სეზონზეც, გასული წლის მსგავსად, რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაციის უფასოდ ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ორსულები, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული პირები, დიალიზზე მყოფი პირები და მათი მომვლელი პერსონალი, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების მცხოვრებლები და მათი მომვლელი პერსონალი, ც ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობის ქვეშ, აივ-ინფიცირებულები და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წლის სეზონისთვის სახელმწიფომ 40 935 დოზა ვაქცინა შეიძინა.

პრესკონფერენციას დაესწრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოქტომბერი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად საუკეთესო პერიოდია.

„ეს არის სეზონური გრიპი, რომელიც მეტ-ნაკლები სიმძაფრით ყოველწლიურად მეორდება და ხშირად ეს ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამდენად, გრიპის სეზონური ვაქცინაციისთვის ოპტიმალური ვადა არის სწორედ მიმდინარე კვირა და მისი შემდგომი უახლოესი პერიოდი.

რაც შეეხება გრიპით გამოწვეულ ზიანს, ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ უმეტეს შემთხვევაში გრიპი მიმდინარეობს მსუბუქად და მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა სჭირდება, გარკვეულ რისკ-ჯგუფებში მან შეიძლება საკმაოდ მძიმე და ზოგ შემთხვევაში ფატალური მიმდინარეობაც მიიღოს,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე