უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
რეგიონები


გურჯაანში საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული - მიხეილ ბენიძე
"სამართლიანი არჩევნები”ამ დროისთვის დაფიქსირებულ ერთ-ერთ მთავარ დარღვევად კენჭისყრის ფარულობის დარღვევას ასახელებს.
ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა გურჯაანში, #26 საარჩევნო უბანზე.
„გურჯაანის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი, რომელიც მერის ძმა არის, საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პირები ერევიან საუბნო კომისიის მუშაობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს.
ბენიძის ინფორმაციითვე, დარღვევები დააფიქსირეს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა გურჯაანის #43 უბანზე, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად. გარდა ამისა, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ გაირკვეს ვის მისცეს ხმა.
მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ტყიბულშიც, სადაც #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა კაბინის გარეთ. გარდა ამისა დარღვევები დაფიქსირდა ტყიბულის #55 უბანზე.
„#55 უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი ფორმით, რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ჰქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტოსურათებს,“-განაცხადა მიხელ ბენიძემ.
მონაცემები, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა წარმოადგინა, 11 საათისთვის დაფიქსირებულ დარღვევებს ასახავს.
საკვანძო სიტყვები:

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55