უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მარტი, 2019 11:00
font-size

გვენეტაძის სიტყვას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფასი, ვინაიდან მან ძალიან ბევრი რამ იცის, ბევრი ფაქტის შემსწრეა - ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე

კლანური მმართველობა უკვე თავის აპოგეას უახლოვდება, მათ ხელში უნდა ჩაიგდონ უზენაესი სასამართლო და ამ შემთხვევაში გვენეტაძის სიტყვას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფასი, ვინაიდან მან ძალიან ბევრი რამ იცის, ბევრი ფაქტის შემსწრეა, - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, ყოფილი თანაშემწემ, კახა წიქარიშვილმა, სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ტელეკომპანია “რუსთავი2“ -ის ეთერში გააკეთა.

კახა წიქარიშვილის თქმით, მას ნინო გვენეტაძესთან მუშაობის გამოცდილება აქვს და იცის, თუ რა წნეხის ქვეშ იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე.

„გვენეტაძის იმედი იყო, რომ ის შეძლებდა ამ კლანის დამარცხებას და ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ჩავარდა,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძემ სასამართლო სისტემის გაწმენდა სცადა, თუმცა, არ გამოუვიდა.

„მას ჰქონდა არჩევანი, რომ გამხდარიყო კლანთან მებრძოლი მოსამართლე ან გამხდარიყო კუბლაშვილი 2. მან დაიწყო იმ იმედებით, რომ ის იქნებოდა მართლმსაჯულების გადამრჩენი, მაგრამ საბოლოოდ დაასრულა კუბლაშვილი 2-ით, მაგრამ კუბლაშვილზე უარეს დღეში ჩავარდა, ვინაიდან მას კიდევ უფრო სერიოზული ჩათრევა ემუქრებოდა ამ კლანისგან,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

წიქარიშვილის თქმით, მან გვენეტაძეს მოუწოდა, რომ ღიად დაპირისპირებოდა კლანს, თუმცა, გვენეტაძემ ეს ნაბიჯი არ გადადგა.

„მან მითხრა, რომ, თუ ის ღიად დაუპირისპირდებოდა ამ კალნს, ის საქმეს ვერ გააკეთებდა სასამართლოში და შესაბამისად, ის გადავიდა თანამშრომლობის რეჟიმში, თუმცა, რა მიიღო ამ თანამშრომლობის შედეგად ეს მეორე საკითხია. მან მიიღო ის, რომ დაიხია კლანის წინაშე, შემდგომ მან ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, მაგრამ ამ ჩაყოლასაც აქვს გარკვეული ზღვარი და ნინო გვენეტაძე არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველანაირ ზღვარს გადააბიჯოს... როდესაც მივიდა ზღვრამდე, ის წამოვიდა სისტემიდან,“ - ამბობს წიქარიშვილი.

კახა წიქარიშვილმა „არჩევანის“ ეთერიდან ნინო გვენეტაძეს ღიად საუბრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დღეს ქვეყანა დგას საკმაოდ გადამწყვეტი ფაზის წინაშე. კლანური მმართველობა უკვე თავის აპოგეას უახლოვდება, მათ ხელში უნდა ჩაიგდონ უზენაესი სასამართლო და ამ შემთხვევაში გვენეტაძის სიტყვას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფასი, ვინაიდან მან ძალიან ბევრი რამ იცის, ბევრი ფაქტის შემსწრეა და შეუძლია, რომ ბევრი რამ საინტერესო ისაუბროს ამ კლანის შესახებ,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი